ფეხბურთი

17:49 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ვენგერს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. Mirror-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა ფრანგ სპეციალისტს ახალი 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.

ვენგერს კლუბთან კონტრაქტს 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “არსენალი” 10 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება. ინგლისური გამოცემის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგით კმაყოფილია და დიდი ალბათობით მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1073