ფეხბურთი

0:19 | 24.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნედვედი “იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტი გახდა

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაველ ნედვედი “იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ინფორმაციას ტურინული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნედვედი სერიოზულად გაიზარდა. ახლა ის ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრია.” – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ.

“ჩემი როლი არ შეიცვლება. კლუბის მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან ყოველდღიურ კონტაქტში ვიქნები და უფრო პროდუქტიულად ვიმუშავებ.” – ციტირებს “იუვეს” ოფიციალური ვებგვერდი ნედვედის სიტყვებს.

“ბიანკონერის” ყოფილი ფეხბურთელი ვიცე-პრეზიდენტობამდე კლუბის სპორტული დირექტორი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123706