ფეხბურთი

17:16 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიეირას “ნიუ იორკ სიტის” მწვრთნელად ელიან

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა, შესაძლოა ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) “ნიუ იორკ სიტის” ჩაუდგეს სათავეში.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ამერიკული კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის ჯეისონ კრაისის შედეგებით უკმაყოფილოა და სურს 39 წლის ვიეირას მისცეს სამწვრთნელო ასპარეზზე თავის გამოჩენის შანსი. როგორც ირკვევა, ამის წინააღმდეგ არც თავად ფრანგია და არც მისი ამჟამინდელი დამსაქმებელი “მანჩესტერ სიტი”.

პატრიკ ვიეირამ ფეხბურთელის კარიერა 2011 წელს “მანჩესტერ სიტიში” დაასრულა და ორი წლის განმავლობაში მწვრთნელად მანჩესტერელთა ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, 2013 წლიდან კი სარეზერვო გუნდში საქმიანობს.

ნიუ იორკელები ამჟამად სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერს 20 ქულით ჩამორჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116048