ფეხბურთი

15:17 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენიამ “სლავიაში” ვარჯიში დაიწყო

ლევან ყენიამ პრაღის “სლავიაში” ვარჯიში დაიწყო. მას კოჭი აწუხებდა და ამიტომაც დაახლოებით სამი კვირა გაუცდა. ყენიამ ვერ ითამაშა სანაკრებო შეხვედრებში გიბრალტართან და გერმანიასთან.

შესძლებს თუ არა ლევანი ჩეხეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში თამაშს, ჯერ უცნობია. ისე კი, ტრავმა მოირჩინა და ეს უკვე სასიამოვნოა: ეს სწორედ ის კოჭია, რის გამოც ქართველ ფეხბურთელს თავის დროზე სამი ოპერაცია დასჭირდა.

0.113349