ფეხბურთი

0:49 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მშვიდობიანი თამაში ლუი II-ზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის X ტურის სასტარტო შეხვედრა “ლუი II”-ზე გაიმართა, სადაც “მონაკომ” და “ლიონმა” ქულები გაიყვეს. აღნიშნული შეხვედრის პარასკევს გამართვის მიზეზი კი “ოლიმპიკის” საჩემპიონთალიგო თამაშია შუა კვირაში.

წლეულს ვერცერთი გუნდი მისთვის დამახასიათებელ თამაშს ვერ ახერხებს და ეს მონტე კარლოშიც გამოჩნდა. ხორვატმა მარიო პაშალიჩმა მონეგასკები ტაიმის ბოლოს დააწინაურა და ლეონარდო ჟარდიმის შეგირდები ანგარიშის შენარჩუნებას 84-ე წუთამდე ახერხებდნენ, თუმცა სტუმართა ლეგიონერმა რაფაელმა მასპინძლებს სამი ქულა არ დაანება – 1:1.

10 ტურის მერე, “ლიონს” 16 ქულა აქვს და მეხუთეა, ხოლო “მონაკო” 14 ქულით მე-10 პოზიციას ამაგრებს.

“მონაკო” – “ლიონი” 1:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 პაშალიჩი (39), 1:1 რაფაელი (84)

თეგებილიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109543