ფეხბურთი

21:59 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯო კოული “ქოვენთრიში” გადავიდა

ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი ჯო კოული “ასტონ ვილამ” 35-დღიანი იჯარის წესით “ქოვენთრიში” გაუშვა. 33 წლის მოთამაშის ტრანსფერი ინგლისის პირველი ლიგის გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

მიმდინარე სეზონში “ჩელსის” და “ლივერპულის” ყოფილ მოთამაშეს ბირმინგემული გუნდის მაისურით პრემიერლიგაში მატჩი არ ჩაუტარებია. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს და შესაძლოა მომდევნო წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115044