ფეხბურთი

17:15 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი თუ ნოიერი?

დღეს ბევრი დაობს იმაზე რომელია თავის პოზიციაზე საუკეთესო, ჯანლუიჯი ბუფონი თუ მანუელ ნოიერი. სიმართლე რომ ვთქვათ, არცერთს არაფერი დაეწუნება და სუფთა გემოვნების საკითხია რომელი მათგანი გირჩევნია.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდმა ორივე კიპერის სტატისტიკური მონაცემები ევროპის 2016 ჩემპიონატის აწ დასრულებული შესარჩევი ციკლიდან მოაგროვა და ერთმანეთს შეადარა.

ბუფონმაც და ნოიერმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 თამაში ჩაატარეს. თუმცა უფრო მეტი დრო მოედანზე გერმანელმა დაჰყო: 810-765 მანუელის სასარგებლოდ. ამ დროის მონაკვეთში ნოიერმა 9 გოლი გაუშვა, ჯიჯის კი ბურთის საკუთარი კარიდან გამოტანა მხოლოდ 5-ჯერ მოუწია. გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი საშუალოდ ყოველ 90 წუთში გოლს უშვებდა, ხოლო იტალიელი ლეგენდა ყოველ 153 წუთში აკეთებდა იგივეს.

ბუფონს უკეთესი მონაცემები აქვს საშუალოდ თამაშში გაკეთებული სეივების მხრივაც: 90 წუთში 2.1 სეივი 1.9-ის წინააღმდეგ. ხოლო საერთო ჯამში ჯიჯიმ მისი კარის მიმართულებით დარტყმული ბურთების 78.3% მოიგერია, ნოიერმა – 65.4%.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა და ბევრს არაფერს ნიშნავს. ფაქტი კი ერთია: ორივენი ერთმანეთზე უკეთესები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115616