ფეხბურთი

11:40 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრასკარა “იუვენტუსის” და “ფიორენტინას” წინააღმდეგ

“ბოლონიას” ყოფილი მეპატრონე ჯუზეპე გაცონი ფრასკარა ტურინის “იუვენტუსსა” და ფლორენციის “ფიორენტინას” სასამართლოში უჩივის. ამასთან სინიორ გაცონის პრეტენზია ამ კლუბების ცალკეულ წარმომადგენლებთანაც აქვს.

ფრასკარა თვლის, რომ “ბოლონია” 2000-იანი წლების შუაში “კალჩოპოლად” წოდებული სკანდალის გამო დაზარალდა და ამაში უპირველესი დამნაშავენი ტურნინელები და ფლორენციელები არიან. “როსობლუს” 80 წლის ექსთავკაცმა დაადასტურა, რომ სარჩელი შეიტანა ზოგადად “იუვენტუსის” და “ფიორენტინას”, აგრეთვე კონკრეტულად “ბიანკონერის” ყოფილი გენერალური დირექტორის ლუჩანო მოჯის და პრეზიდენტის ანტონიო ჯირაუდოს, აგრეთვე “იების” მეპატრონეების, ძმები დელა ვალეს, “ფიორეს” ექსდირექტორ სანდრო მენჩუჩის და ყოფილი მსაჯის მასიმო დე სანტისის წინააღმდეგ.

კომპენსაციის სახით “ბოლონიას” მხრცოვანი ექსთავკაცი 113 მილიონ ევროს ითხოვს.

2004-05 სეზონის მიწურულს “ბოლონიამ” სერია A-ში დარჩენისთვის ჩატარებული პლეი ოფი “პარმასთან” წააგო, ჯუზეპე ფრასკარამ კი კლუბის საკონტროლო პაკეტი ალფრედო კაცოლეს მიჰყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129637