ფეხბურთი

18:06 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “ევროპის ჩემპიონატი ჩემ გარეშე? წარმოუდგენელია”

შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Goal.com-თან საუბრისას განაცხადა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი მის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნია.

შვედეთის ეროვნული გუნდი ევრო-2016-ის პლე-ოფში იასპარეზებს.

“ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება არ მინდა. ტურნირი ჩემ გარეშე წარმოუდგენელია და შეუძლებელი. ჩვენ მიზანს ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, მაგრამ სხვა გზით შევძლებთ. პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე ვინც არ უნდა იყოს, ყველასთან 200%-ით დავიხარჯებით. რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპს გავივლით.” – განაცხადა ზლატანმა.

შვედეთი პლეი-ოფში განთესილ გუნდებს შორის მოხვდა. ერიკ ჰამრენის გუნდის სავარაუდო მეტოქეები დანია, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113876