ფეხბურთი

17:15 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრო-2016-ის ფინალური ეტაპის კენჭისყრისთვის კალათები ფორმას იღებს

უეფას ოფიციალური ვებგვერდმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები რეიტინგის მიხედვით კალათებში გაანაწილა. ჯერჯერობით ოთხ კალათაში 14 გუნდი განითესა.

ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი შესარჩევში არ მონაწილეობდა და უკვე ცნობილია დიდიე დეშამის გუნდი ფინალურ ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზებს.

ესპანეთს პირველ კალათაში გერმანია, ინგლისი, პორტუგალია და ბელგია შეუერთდნენ.

მეორე კალათაში იტალია, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია და ხორვატია მოხვდნენ. მეექვსე გუნდის ვინაობა მეორე კალათაში შემდეგნაირად გაირკვევა: თუ ბოსნია პლეი-ოფში გაიმარჯვებს, მოხვდება მეორე კალათაში. თუ ბოსნია წააგებს, უკრაინას შეეძლება პლე-ოფში გამარჯვების შემთხვევაში მეორე კალათაში მოხვდეს. თუ ვერცერთი მათგანი მოახერხებს გამარჯვებას, ჩეხეთს გადაეცემა მეექვსე ადგილი.

პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და თურქეთი პლეი-ოფს ელოდებიან, რათა კალათებში მათი საბოლოო ადგილი განისაზღვროს.

მეოთხე კალათაში უკვე განთესილია ისლანდია, უელსი, ალბანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.

პლეი-ოფში გასული რვა გუნდიდან ბოსნია, უკრაინა, შვედეთი და უნგრეთი განთესილები არიან, ხოლო დანია, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია განუთესავთა რიგებში. პლეი-ოფის კენჭისყრა 18 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩები 12, 13, 14 ნოემბერს შედგება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 15, 16, 17 ნოემბერს.

პლეი-ოფში გამარჯვებული გუნდებით კალათები საბოლოოდ დაკომპლექტდება და გულშემატკივრებს 17 ნოემბერს ზუსტად ეცოდინებათ რომელი ნაკრები რომელ კალათაში იქნება განთესილი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა 12 დეკემბერს გაიმართება.

თეგებიევრო-2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118762