ფეხბურთი

21:06 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებები ამხანაგურ მატჩს გამართავენ

ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან – იუწყება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.

შეხვედრა 17 ნოემბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შედგება.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის საგზური ორივე ნაკრებმა გაიფორმა და აღნიშნული ტურნირისთვის მზადებას ნოემბრიდან დაიწყებენ.

ეს ნაკრებები ერთმანეთს 22-ედ შეხვედებიან. აქამდე გამართული მატჩებიდან 11 ესპანეთმა მოიგო, 5 ბელგიამ და ამდენივე ფრედ დასრულდა. მათი ბოლო დაპირისპირება 2009 წელს შედგა და “ფურია როხამ” 2010 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩში შინ 5:0 გაანადგურა “წითელი ეშმაკები”. დუბლით გამოირჩინენ დავიდ ვილია და დავიდ სილვა, ხოლო ერთი გოლი ხერარდ პიკემ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106638