ეს ამბავი სულაც არ ჰგავს პრინცესას ისტორიას, რომელსაც თეთრ ცხენზე ამხედრებულმა პრინცმა მოაკითხა და დიდ სასახლეში წაიყვანა. თუმცა, ამ ამბავში სასახლეც ფიგურირებს, დიდი ქონებაც, ფუფუნებაც და გვარიანი რუსულ-ოლიგარქიულ-მაფიოზური გაზულუქებაც კი...
ცნობილი რუსი ოლიგარქის, ლონდონის “ჩელსის” მფლობელის, რომან აბრამოვიჩის ცოლი, რუსი მოდელი, დაშა ჟუკოვა გამუდმებით ყველას უმტკიცებს, რომ მას აბრამოვიჩი ჭეშმარიტი და წრფელი სიყვარულით უყვარს, მაგრამ ბულვარული მედია მაინც გამუდმებით დაშას ანგარებიან ბუნებაზე წერს, რაც ჟუკოვას ძალიან აბრაზებს, მაგრამ ყველა ჟურნალსა და გაზეთს ხომ ვერ იყიდის?...
ჟურნალისტებს ჭორაობისა და ეჭვების გამოთქმის საბაბს ისიც აძლევს, რომ როგორც “ჭირს მყოფი და უცებ ლხინში შესული” ყველა ადამიანი, დაშაც უცებ გაშტერდა აურაცხელი ქონების ხილვით და ფულს ისეთ ნივთებში ფლანგავს, ასეთი ნივთები წესით ნორმალურ ადამიანს რომ არ უნდა უნდოდეს. ასეა - სიმდიდრეს თავისი ახირებები ახლავს თან.







