ფეხბურთი

20:44 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი: “კეილორ ნავასს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”

“რეალის” ყოფილმა და ამჟამად “პორტოს” მეკარემ იკერ კასილასმა “სამეფო კლუბის” კარის დარაჯზე კეილორ ნავასზე ისაუბრა.

“ნავასს კარგი სტატისტიკა აქვს. ის საოცარ სეზონს ატარებს. წლების განმავლობაში კეილორი მაღალ დონეზე თამაშობს. ვიმედოვნებ ის შეინარჩუნებს კარგ ფორმას. “რეალში” ნავასსზე ბევრია დამოკიდებული, როგორც იცით მეკარის კარგი თამაში მთელ გუნდს გადაედება ხოლმე.არ მეინტერესებს კეილორს ინტერნეტ სივრცეში როგორ მოიხსენიებენ, მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. თუ მწვრთნელმა კიკო კასილია ათამაშა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ღირსეულად იასპარეზებს” – განაცხადა იკერ გასილასმა.

იკერ კასილასი “რეალის” ღირსებას 1999-2015 წლებში იცავდა. 28 წლის კოსტა რიკელი კეილორ ნავასი “ლევანტედან” მადრიდში 2014 წელს გადაბარგდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107882