ფეხბურთი

13:05 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ არველაძე: „ამ არჩევნების დამთავრების შემდეგ ნებისმიერ შედეგს ვცნობ“ (+VIDEO)
ვაჟა ჟვანია: „პირველ ყოვლისა ეს ადამიანი გამოუშვან“

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარემ ვაჟა ჟვანიამ მასმედიისთვის განცხადება გააკეთა:

„მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ მთელი საფეხბურთო სამყაროს მოთხოვნაა ის კაცი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურდა და დააკავეს, გამოუშვან. დღეს არის სასამართლო დანიშნული, რომელიც რატომღაც იწელება. ეს არის მიუღებელი. არჩევნები ვინც გინდა იმან მოიგოს. ასეთი ვითარება პირველადაა. სხვა დროს არ გამიგია. ეს ადამიანი (რეზო არველაძე) ნერვიულობს, ჩვენც ვნერვიულობთ. პირველ რიგში ის კაცი გამოუშვან. მოვა თუ არ მოვა ყრილობაზე, სხვა საქმეა. არჩევნები ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს“.

ჟვანიას შემდეგ თავისი სიტყვა რევაზ არველაძემაც თქვა:

„მე უეფას წარმომადგენლებთან არავითარ მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობდი. უეფას ვიცე პრეზიდენტს შევხვდი და ხელი ჩამოვართვი. მადლობელი ვარ ვაჟასი, რომელმაც თქვა, რომ აქ არავინაა ჩაკეტილი. რომელ ფედერაციის პრეზიდენტობაზეა საუბარი თუ ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს. თუ წავაგე, წაგებული ვიქნები, თუ მოვიგებ მოგებული ვიქნები. ის კაცი ციხეში რომ ზის ჩემი პასუხისმგებლობაა. მეც მინდა ეს არჩევნები ჩატარდეს. ნამდვილად არ მიღირს საქართველოში ფეხბურთთან დაკავშირებული სიტუაცია ასოცირებული ჩემს სახელთან იყოს. ღმერთმა დამიფაროს სასამართლო და ხელისუფლება აუგად მოვიხსენიო. სასამართლოს გადაწყვეტილებაა შეიძლება ამ ადამიანის გამოშვება თუ არა. აქ მსხდომ დელეგატებს მოვუწოდებ გაიარონ რეგისტრაცია და არჩევნები ჩატარდეს. ამ არჩევნების დამთავრების შემდეგ ნებისმიერ შედეგს ვცნობ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ".

VIDEO

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122075