ფეხბურთი

16:47 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი კიდევ ორ მატჩს გამოტოვებს

ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ნეიმარის დისკვალიფიკაციის თაობაზე ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის აპელაცია არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ CAS-ის პრესსამსახური იტყობინება.

ბრაზილიელებმა საარბირტაჟო სასამართლოსთვის მიმართვამდე ორჯერ მიიღეს აპელაციაზე უარი ფიფასგან.

ამგვარად, ბრაზილიის ნაკრების შემტევს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის ფარგლებში ეროვნული გუნდის კიდევ ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს. ის ბრაზილიელებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უახლოეს შეხვედრებში ვენესუელასთან (8 ოქტომბერს) და ჩილესთან (13 ოქტომბერს) ვერ დაეხმარება.

ნეიმარმა დისკვალიფიკაცია ამერიკის თასზე კოლუმბიასთან მატჩის (0:1) ბოლოს კარლოს ბაკასთან ჩხუბის გამო მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111812