ფეხბურთი

17:33 | 30.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაიტი: “ვენგერმა დიდი შეცდომა დაუშვა”

ლონდონის “არსენალმა” სახლში პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” (2:3) წააგო და არსენ ვენგერის მიმართ კრიტიკამ კიდევ უფრო იმატა. “მეთოფეთა” ლეგენდარულმა ფორვარდმა იან რაიტმა ფრანგს გადაწყვეტილებები დაუწუნა.

“შეშფოთებული ვარ დავიდ ოსპინასა და ცენტრალური მცველების მოქმედებით. ისინი სათამაშოდ მზად არ იყვნენ. ვფიქრობ, პეტერ ჩეხი ძირითადში უნდა თამაშობდეს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მას დიდი გამოცდილება გააჩნია. შარშან მერვედფინალში ვითამაშეთ, წლეულს კი ამ შედეგის გამეორებაც კი რთული იქნება”, - აღნიშნა რაიტმა.

“არსენალს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტპაზე ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და თავის ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩებს კი მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართავს.

0.111915