ფეხბურთი

19:51 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე: “ბენ არფა – ზარმაცი მესი”

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურებში განსაკუთრული შედეგიანობით “ნიცა” გამოირჩევა. ბოლო სამ მატჩში კლოდ პუელის გუნდმა 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.

“ნიცას” თამაშში მნიშვნელოვან როლს “ნიუკასლის” ყოფილი ფეხბურთელი ჰატემ ბენ არფა ასრულებს. გატანილი 13-დან 4 გოლი ბენ არფას ანგარიშზეა. ამასთან, დამატებით 3 გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

სოციალურ ქსელში ბენ არფას წარმატებულ თამაშს ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე გამოეხმაურა. მაკარიძე რამდენიმე წელი ფრანგული “ლე მანის” წევრი იყო, როდესაც ბენ არფა “მარსელის” შემადგენლობაში თამაშობდა.

“კარგია, რომ დღეს თავი შემახსენე! ტალანტი, რომელსაც ვერ იყენებს. ბენ არფა – ზარმაცი მესი” – დაწერა გიორგი მაკარიძემ სოციალურ ქსელში.

28 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით შთამბეჭდავი გოლი “სენ ეტიენის” კარში გაიტანა (VIDEO)

0.147794