ფეხბურთი

18:57 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზიდანი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

ლეგენდარულის ფრანგი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანი ვაჟი ლუკა ზიდანი საფრანგეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე ჩილეში ჩატარდება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'Equipe იუწყება.

ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები ახალ ზელანდიას, სირიასა და პარაგვაის დაუპირისპირდება.

მიმდინარე წელს ფრანგებმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს და ფინალში გერმანელები 4:1 დაამარცხეს. ბელგიასთან 1/2-ფინალში მთავარი გმირი ლუკა ზიდანი გახდა, რომელმაც მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში სამი 11-მეტრიანი მოიგერია.

0.103335