ფეხბურთი

16:31 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მინაშვილი ინგლისში იმუშავებს

„დინამო თბილისის“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიორგი მინაშვილი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

როგორც „დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გიორგი ბაქსვუდის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელის ასისტენტი და U18 გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. იგი დაკავდება სამწვრთნელო, სამენეჯერო და სასელექციო სამუშაოებით.

მინაშვილი ინგლისში 29 სექტემბერს მიემგზავრება. „დინამო თბილისი“ წარმატებებს უსურვებს გიორგის პროფესიულ კარიერაში.

fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11563