ფეხბურთი

18:26 | 24.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილი სპორტული სკოლის გახსნას დაესწრო

როგორც “ფლორას” ოფიციალური გვერდი იუწყება, ზაქარია ბეგლარიშვილი ერთ-ერთ თანაგუნდელთან ერთად სპორტული სკოლის გახსნას დაესწრო.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დაარსებული სპორტული სკოლა იმ მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ვარჯიშის გარდა, განათლებასაც მიიღებენ.

შეგახსენებთ, 2010 წლიდან ზაქარია ბეგლარიშვილი “ფლორას” წევრია და კლუბის გულშემატკივართა საყვარელ ფეხბურთელად ითვლება.

0.103094