ფეხბურთი

16:24 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძის მეოთხე გოლი უზბეკეთში

უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში, კახა მახარაძემ ტაშკენტის “ფახთაქორს” სტუმრად ნამანგანის “ნოვბახორთან” მოაგებინა. ტაშკენტელებმა 1:0 გაიმარჯვეს და ქართველმა კაპიტანმა მეტოქის კარი 77-ე წუთზე აიღო. მან 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში მახარაძემ 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

“ფახთაქორი” 16-გუნდიან ჩემპიონატს 57 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ თანაქალაქელ “ლოკომოტივს” 5 ქულით სჯობს. სხვათა შორის, მახარაძემ უზბეკური კარიერა სწორედ “ლოკომოტივში” დაიწყო.

“ქიზილქუმმა” სახლში “ოლმალიქი” 3:1 დაამარცხა და მარცხენა მცველი გიორგი კვესიეშვილი თადარიგში იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. “ქიზილქუმი” 27 ქულით მერვეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის 29-ე ტურში, კტპ სახლში “სეინიაიოკისთან” 1:3 დამარცხდა. მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა მასპინძლებში 90 წუთი ითამაშა. კტპ 26 ქულით 12 გუნდში ბოლოა.

იტალიის ლეგა პრო B-ს (მესამე ლიგა) “ტუტოჩუოიომ” შინ “არეცოსთან” 0:1 წააგო. ფორვარდმა ირაკლი შეყილაძემ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ტუტოჩუოიოს” 2 ქულით 18 გუნდში მე-13 ადგილი უკავია.

ავსტრიის რეგიონალლიგის მე-9 ტურში, “კიცბიუელმა” გასვლაზე “ჰარდთან” 0:0 ითამაშა. ქართველმა თავდამსხმელმა ლაშა ძიძიგურმა სტურებში მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. “კიცბიუელს” 4 ქულა აქვს და 16 გუნდში ბოლოსწინაა.

0.110221