სხვა

12:45 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოფარიკავე ირმა ხეცურიანის ვერცხლის მედალი პარაოლიმპიელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან

უნგრეთის ქალაქ ეგერში პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა ფინალში გასვლა და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

“ბ” ჯგუფში მან ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა მოიგო, დაამარცხა რუსი ნოროვა, უკრაინელი იერინა, პოლონელი პასეკი, ბელარუსი კასტიუჩკოვა, შემდეგ ნახევარფინალში გადასასვლელი მოუგო პოლონელ იოანა ჟეპვას 15:6, ნახევარფინალში დაამარცხა პოლონელი პატრისია ჰერეზა და ფინალში ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა უკრაინელ პოზდნიაკთან 13:15.

უნდა აღინიშნოს ქართველი პარაოლიმპიელი მოფარიკავის რომან აბაშიძის წარმატებაც. მან 16 საუკეთესოში მოსახვედრად სძლია იტალიელ ოლიმპიურ ჩემპიონს პელეგრინს და მოიპოვა სალიცენზიო ქულები.

ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატში 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

Loading...
0.145003