ფეხბურთი

19:29 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი: “ყოჩაღ კალაბრია”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი “მილანის” 19 წლის მცველის დავიდე კალაბრიას დებიუტს გამოეხმაურა. ნიჭიერი მცველი “პალერმოსთან” მატჩში დაშავებული ინაციო აბატეს ნაცვლად შევიდა მოედანზე და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კალაბრია მალდინის პოზიციაზე თამაშობს და გენიალურ პაოლოს ნიჭიერი მოთამაშის შექება არ დავიწყებია.

“ყოჩაღ დავიდე კალაბრია. ჩემი აზრით, კარლოს ბაკასთან ერთად მოედანზე საუკეთესო იყო”, - დაწერა მალდინიმ თავისი ტვიტერის გვერდზე.

აღნიშნული თამაში კი “მილანმა” დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120826