ფეხბურთი

19:49 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” ცუდი ამბები: რამოსს შესაძლოა დერბი გაუცდეს

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩში დონეცკის “შახტარი” 4:0 დაამარცხა, თუმცა ერთაბაშად სამი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი, გარეთ ბეილი და რაფაელ ვარანი დაუშავდა.

უელსელი გარემარბის დაზინების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. ფეხბურთელმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა:

“იმედი მაქვს, სერიოუზული ტრავმა არ მექნება”, - წერს ბეილი.

იგი 31-ე წუთზე დაშავდა და ხორვატმა მატეო კოვაჩიჩმა შეცვალა. ბეილს სავარადუოდ, ლა ლიგის მომდევნო მატჩები, “გრანადასთან” და ბილბაოს “ატლეტიკთან” გაუცდება.

უფრო სერიოზულადაა სერხიო რამოსის საქმე. ესპანელ უკანახაზელს შესაძლოა, უქმობა ერთი თვე მოუწიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდულ დერბიში, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ რამოსი ვერ ითამაშებს.

“ყოველთვის ღიმილით, რაც უნდა ხდებოდეს. უფრო ძლიერი დავბრუნდები”, - წერს რამოსი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, მადრიდელთა ლაზარეთში კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელია ხამეს როდრიგესის სახით, რომელიც ერთი თვე იძულებით დაისვენებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117223