ფეხბურთი

15:28 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალის” ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიმბოლური XXI საუკუნეში

პოპულარულმა ინგლისურმა გამოცემა sky sports-მა XXI საუკუნეში ლონდონის “არსენალის” ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიმბოლური გუნდი შეადგინა. თერთმეტეულში ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომელთაც 2000 წლიდან დღემდე ლაზარეთში ყველაზე მეტი დღე აქვთ გატარებული.

ამ მხრივ ყველას ფრანგმა აბუ დიაბიმ აჯობა, ვისაც ჯამში 2 156 დღე გაუცდა. უკეთეს დღეში არც ჩეხი ტომაშ როსიცკი (1 276) და ტეო უოლკოტი (1030) არაინ.

მთლიანად გუნდი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მანუელ ალმუნია (331 დღე ლაზარეთში)

მცველები: ბაქარი სანია (576), იოჰან ჯურუ (546), ფილიპ სენდეროსი (394), კირან გიბსი (646)

ნახევარმცველები: ტომაში როსიცკი (1 276), აბუ დიაბი (2 156), ჯეკ უილშირი (897)

თავდამსხმელები: ტეო უოლკოტი (1 030), რობინ ვან პერსი (700), ფრედერიკ ლიუნგბერგი (555)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109468