ფეხბურთი

16:40 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საბანაძეს “საბურთალოსთან” საბუთები აშორებს

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი თავდამსხმელი ნიკა საბანაძე დიდი ალბათობით კარიერას საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში” გააგრძელებს.

მხარეები ფაქტობრივად შეთანხმდნენ, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა. საქმე ისაა, რომ ზაფხულში საბანაძე კვიპროსის ახნას “ეთნიკოსში” გადავიდა, რომელთან ხელშეკრულება გაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. ამჟამად, ის კვიპროსიდან შესაბამისი საბუთების ჩამოსვლას ელოდება, რომ “საბურთალოში” თამაშის უფლება მიიღოს.

გასულ სეზონი, 24 წლის საბანაძემ თბილისის “დინამოში” დაიწყო, სადაც 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ზამთარში ქუთაისის “ტორპედოს” მიაშურა, რომლის რიგებში 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. თუმცა, აპრილში ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112228