ფეხბურთი

17:47 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” სპარინგში “ტორპედოს” დიდი ანგარიშით აჯობა

გორის “დილამ” ამხანაგური შეხვედრა ქუთაისის “ტორპედოსთან” ჩაატარა და 5:1 გაიმარჯვა.

საფეხბურთო კლუბ “დილას” პრესსამსახურის ინფორმაციით, განვლილ მატჩში, რომელიც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა, გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

მუჯრიშვილი, ღონღაძე, თომაშვილი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, გოგუა, ძარია, გვალია, ნონიკაშვილი, მარცვალაძე, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მაშუკოვი, პაპავა, კვახაძე, სამხარაძე, ახალკაცი, კაპანაძე, კურმაშვილი, დუდუჩავა.

“ტორპედოს” თავკაცმა გიორგი დარასელიამ მეტოქეს შემდეგი ფეხბურთელები დაუპირისპირა:

თევდორაძე, ტაბატაძე, ადამაძე, ნერგაძე, ქიმაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, სიჭინავა, კირკიტაძე, კახელიშვილი, შინდაგორიძე.

სპარინგში ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც გიორგი ნერგაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 45-ე წუთზე, “დილაში” დაბრუნებულმა გოგიტა გოგუამ საჯარიმო დარტყმის შემდეგ მეორე გოლი გაიტანა. 49-ე წუთზე, თემურ ღონღაძემ ქუთაისელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა. 67-ე წუთზე თავის ისლამ მაშუკოვამ გამოიჩინა, ხოლო 73-ეზე ქუთაისელებმა ანგარიშში სხვაობა ერთი ბურთით შეამცირეს. თამაშში წერტილი გიორგი კურმაშვილმა დასვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116638