ფეხბურთი

11:50 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისლანდიის ისტორიული მიღწევა, ჰოლანდია ევრო-2016-ის მიღმა რჩება (+VIDEO)

6 სექტემბერს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა. გუშინდელი სათამაშო დღის სენსაცია ისლანდიის ნაკრები გახლდათ. ლარს ლაგერბაკის შეგირდებმა რეიკიავიკში ყაზახეთი ვერ დაამარცხეს (0:0), თუმცა ევროსაგზური პირველად მოიპოვეს.

ქება და ქება ისლანდიას. გუნდმა ჯგუფში 19 ქულა დააგროვა და ორი ტურით ადრე გაინაღდა საფრანგეთში გასამართი ტურნირის საგზური, ჯგუფში ერთი მატჩი ჩეხეთს მოუგო, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ჰოლანდია ორივე თამაშში დაამარცხა, თან არ დაგვავიწყდეს სამი გოლი გაუტანა და კარი მშრალად შეინახა.

ისლანდიასთან ერთად ჩეხეთიც გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. პაველ ვრბას შეგირდებმა უმოტივაციო ლატვია სტუმრად 2:1 დაამარცხეს, ისლანდიასთან ერთად ჯგუფში 19 ქულა მოაგროვეს და ორი ტურით ადრე მესამეადგილოსან თურქეთს 7 ქულით გაუსწრეს.

ვერც გუს ჰიდინკმა და ვერც დანი ბლინდმა ვერ შეძლეს ლუის ვან გაალის წარმატებული გეზის გაგრძელება. აწ უკვე “მანჩესტერის” მთავარმა მწვრთნელმა მუნდიალზე “ნარინჯისფერები” მესამე ადგილზე გაიყვანა, ახლა კი ჰოლანდიელებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა საოცნებო გაუხდათ. ახლგაზრდული გუნდი ვერაფერს აკეთებს, თურქეთთან პრინციპული მატჩი სტუმრად 0:3 წააგეს, ჯგუფში მეოთხე ადგილზე გადავიდნენ და მესამე ადგილთან ორი ქულა აშორებთ. ჰოლანდია ასეთი თამაშით ევრო-2016-ზე მოხვედრას თუ იმსახურებს, ეს ცალკე განსასჯელი თემაა.

უელსი და ბელგია კვლავ განაგრძობენ წარმატებულ სვლას. კრის კოლემანის შეგირდებმა შინ ისრაელი ვერ დაამარცხეს, არა და უკვე გაინაღდებდნენ ევროსაგზურს, მარკ ვილმოტსის დამოძღვრილმა ბიჭებმა კი კვიპროსი ბოლო წუთებზე გატეხეს. ერთადერთი გოლი “ჩელსის” შემტევმა ედენ აზარმა 86-ე წუთზე გაიტანა.

იტალიამ ბულგარეთი პალერმოში დანიელე დე როსის მეექვსე წუთზე გატანილი პენალტის წყალობით დაამარცხა. ნორვეგიამ კი ხორვატიას რევანში აუღო. პირველ ტურში ნიკო კოვაჩის გუნდმა მეტოქე 5:1 გაანადგურა, ამჯერად კი ოსლოში 0:2 დამარცხდა. ნორვეგია პირველადგილოსან “სკუადრა აძურას” ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო ხორვატიას ერთი ქულით უსწრებს.

A ჯგუფი

ისლანდია – ყაზახეთი 0:0

თურქეთი – ჰოლანდია 3:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 იოზიაკუპი (8), 2:0 თურანი (26), 3:0 ილმაზი (85

ლატვია – ჩეხეთი 1:2 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 ლიმბერსკი (13) 0:2 დაიდა (25) 1:2 ზიუზინსი (73).

1.

ისლანდია

8

6

1

1

15:3

19

2.

ჩეხეთი

8

6

1

1

16:10

19

3.

თურქეთი

8

3

3

2

11:9

12

4.

ჰოლანდია

8

3

1

4

13:10

10

5.

ლატვია

8

0

4

4

4:16

4

6.

ყაზახეთი

8

0

2

6

5:16

2

B ჯგუფი

უელსი – ისრაელი 0:0

კვიპროსი – ბელგია 0:1 (0:0) VIDEO

გოლი: 0:1 აზარი (86)

ბოსნია – ანდორა 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 ბისაკსიჩი (14), 2:0 ჯეკო (30), 3:0 ლულიჩი (45).

1.

უელსი

8

5

3

0

9:2

18

2.

ბელგია

8

5

2

1

17:3

17

3.

ისრაელი

8

4

1

3

14:9

13

4.

ბოსნია

8

3

2

3

12:10

11

5.

კვიპროსი

8

3

0

5

12:13

9

6.

ანდორა

8

0

0

8

3:30

0

H ჯგუფი

იტალია – ბულგარეთი 1:0 (1:0) VIDEO

გოლი: 1:0 დე როსი (6, პენ)

ნორვეგია – ხორვატია 2:0 (0:0) VIDEO

გოლები: 1:0 ბერგატი (51), 2:0 ჩორლუკა (ს.კ 69)

მალტა – აზერბაიჯანი 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ამირქულიევი (36), 1:1 მიფსუდი (55), 2:1 ეფიონგი (71), 2:2 ამირქულიევი (80)

1.

იტალია

8

5

3

0

11:5

18

2.

ნორვეგია

8

5

1

2

10:8

16

3.

ხორვატია

8

4

3

1

16:5

15

4.

ბულგარეთი

8

2

2

4

7:9

8

5.

აზერბაიჯანი

8

1

3

4

6:13

6

6.

მალტა

8

0

2

6

3:13

2

თეგებიევრო-2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114318