ფეხბურთი

19:26 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა “პოგონში” ანგარიში გახსნა

პოლონეთის ექსტრაკლასის ბინადარ “პოგონში” ცოტა ხნის წინ გადაბარგებულმა ლადო დვალიშვილმა სადბიუტო გოლი გაიტანა. სჟჩეშინის გუნდმა სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ქვედალიგელ “გოლენიოვს” ადვილად, 6:1 აჯობა. ქართველმა ფორვარდმა კი თავის გამოჩენა მე-60 წუთზე შეძლო, როცა ანგარიში 5:0 გახადა. მან მოედანზე 90 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, დვალიშვილის დებიუტი ერთი კვირის წინ პოლონეთის ჩემპიონატში შედგა, როდესაც კიელცეს “კორონასთან” (1:1) მატჩში 68-ე წუთიდან ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110994