ფეხბურთი

16:06 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერბატოვი საბერძნეთში ითამაშებს

გამოცდილი ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატის ბინადარ სალონიკის “პაოკში” გააგრძელებს. ამის შესახებ თავად ბერძნული გუნდის ვებგვერდი წერს. 34 წლის ფორვარდი “პაოკს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბერბატოვი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ფრანგულ “მონაკოში” ირჯებოდა, რომელთანაც ივნისში კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი დატოვა. მანამდე კი დიმიტარს საკმაოდ წარმატებული კარიერა ლევერკუზენის “ბაიერში”, ლონდონის “ტოტენჰემში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ფულჰემში” ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118497