ფეხბურთი

2:25 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"როხიბლანკომ" "პისხუანზე" გაისეირნა

მადრიდის “ატლეტიკოს” საჩემპიონო ამბიცია ტყუილად არ გააჩნია. აბა როგორი საქმეა, “სევილიას” “რამონ სანჩეს პისხუანზე” ერთი ამოსუნთქვით მოუგო?! – დიეგო სიმეონეს გუნდმა კი ეს მოახერხა. მადრიდელებმა ანდალუსიელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, თანაც ერთმანეთზე მოხდენილები.

პირველ ტაიმში კოკემ ახლო მანძილიდან გაიტანა, მაგრამ აქ ესპანელი შემტევის გოლი იმდენად გამოსარჩევი არაა, რამდენადაც ფრანგი ანტუან გრიზმანის გასაოცარი მოქმედება, ვინაც ჩინებული ასისტი შეასრულა. გრიზმანმა ჯერ წაქცეულმა ბოლომდე იბრძოლა, შემდეგ კი ერთი შეხებით ისეთი გადაცემა გააკეთა მთელი “სევილია” გონზე ვერ მოსულიყო... დანარჩენი გოლები სტუმრებმა თამაშის მიწურულს გაიტანეს – ჯერ გაბის შორეული დარტყმული გზად კრიხოვიაკს მოხვდა და ისე აღმოჩნდა უნაი ემერის გუნდის კარში, ხოლო შემდეგ მოედანზე ახლად შესულმა ჯექსონ მარტინესმა გრიზმანთან კედელი გაითამაშა და ულამაზესი გოლით ლა ლიგაში პირადი ანგარიში გახსნა – 0:3.

“მესტალიაზე” კი პატარა სენსაცია დაფიქსირდა – “ვალენსიამ” “დეპორტივოსთან” დაუგეგმავი ორი ქულა დაკარგა. დრო იყო, ეს გუნდები ჩემპიონოისთვის იბრძოდნენ, თუმცა ეს საუკუნის დასაყისში ხდებოდა, ამჯერად კი სხვა მდგომარეობაა – ამ მატჩში კი მასპინძლებს ქულის გადარჩენაზე მოუწიათ ზრუნვა. 39-ე წუთზე ლუკას პერესმა რუბენ ვეზუს შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი გაიტანა. “ღამურებმა” გათანაბრება ანტრაქტანმდე შეძლეს – ალვარო ნეგრედომ სანტი მინას გადაცემაზე შესაშური საღოლე ალღო გამოავლინა და ახლო მანძილიდან გაიტანა. უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაში განსხვავებული სცენარით წარიმართა: პირველი ნახევარი ლა კორუნიელების იყო, მეორე – ვალენსიელების. ნუნუ ესპირიტოს გუნდს გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში “ვალენსიას” შემტევები აშკარად მოიკოჭლებდნენ...

“ეიბარი” – “ბილბაო” 2:0 (1:0)

ეიბარი, “მუნისიპალ დე იპურია”

მაყურებელი: 5.509

“ეიბარი” (4-2-3-1): რიესგო; რამისი, კაპა, დოს სანტოსი, ლუნა; ესკალანტე, დანი გარსია; კეკო, პერესი (იუნკა 76), გონსალესი (არუაბარენა 78); ენრიჩი (ბასტონი 84)

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

“ბილბაო” (4-2-3-1): ირაისოსი; ბოვედა, ლაპორტე, ეჩეიტა, ლეკუე (სუსაეტა 46); ელუსტუნდო, ერაზო (აკეჩე 63)’ ბენატი, დე მარკოსი, იბაი გომესი (მერინო 46); ადურისი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 პერესი (34, პენ), 2:0 გონსალესი (61)

გაფრთხილება: ესკალანტე (75), დოს სანტოსი (77) – იბაი გომესი (3), ლაპორტე (33)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (8) – 9 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% 11:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დავიდ ფერნადესი

“სევილია” – “ატლეტიკო” 0:3 (0:1)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

მაყურებელი: 38.976

“სევილია” (4-2-3-1): ბეტო; კოკე, კარიკო (გამეირო 68), რამი, ტრემოლინასი; კრიხოვიაკი, იბორა (კრონ-დელი 66); რეიესი (კონოპლიანკა 66), ბანეგა, ვიტოლო; ლორენტე

მწვრთნელი: უნაი ემერი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ჯუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, გამესი; კოკე (ნიგეზი 64), ტიაგო, გაბი, ოლივერ ტორესი (ფერეირა-კარასკო 70); გრიზმანი, ფერნანდო ტორესი (მარტინესი 78)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 კოკე (35), 0:2 გაბი (78), 0:3 მარტინესი (85)

გაფრთხილება: კრიხოვიაკი (20), ბანეგა (20), კონოპლიანკა (78) – ტიაგო (35), გოდინი (44), გრიზმანი (46), ხუანფრანი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 14 (7) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: კარლოს კლოსი

“ვალენსია” – “დეპორტივო” 1:1 (1:1)

ვალენსია, “მესტალია”

მაყურებელი: 40.700

“ვალენსია” (4-1-4-1): რაიანი; ბარაგანი, მუსტაფი, ვეზუ, გაია; დანილო (პარეხო 63); ხავი ფუეგო, მინა (ფეგული 63), დე პაული, როდრიგო; ნეგრედო (ალკასერი 76)

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო

“დეპორტივო” (4-2-3-1): ლუქსი; სიდნეი, ნავარო, არიბასი, ლაურე; მოსკერა, ლუკას პერესი; ხუანფრანი (როდრიგესი 72), ფაირი, ბორხესი; ლუის ალბერტო (ლუიზინიო 29)

მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 0:1 ლუკას პერესი (39), 1:1 ნეგრედო (45)

გაფრთხილება: დანილო (45), ბარაგანი (72, 84), დე პაული (86) – ლუქსი (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 5 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

“ხეტაფე” – “გრანადა” 1:2 (0:2)

მადრიდი, “ალფონსო კოლიზეუმი”

მაყურებელი: 4.600

“ხეტაფე” (4-2-3-1): გუაიტა; ველასკუესი, ალექსისი, ვიგარაი, სუარესი; ლასენი, პედრო ლეონი (ლაფიტა 62); როდრიგესი, მედრანი (გომესი 76), ბუენდია (ვამბერტო 69); ვასკესი

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

“გრანადა” (4-2-3-1): ფერნანდესი; ლომბანი, ლოპესი, ბაბინი, ბირაგი; მარკესი, ისააკი (მენდესი 65); რუბენ პერესი, კრინი, როჩინა (ბიფუმა 62); ელ არაბი (პიტი 81)

მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლები: 0:1 ელ არაბი (26), 0:2 ისააკი (29), 1:2 ლაფიტა (80)

გაფრთხილება: ბუენდია (5), ველასკუესი (25), სუარესი (31), ალექსისი (40), ვასკესი (70) – ხავი მორენო (73), ბირაგი (87), პიტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ედუარდო პრიეტო

“ლას პალმასი” – “ლევანტე” 0:0 (0:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

მაყურებელი: 19.057

“ლას პალმასი” (5-4-1): ვარასი; ალკარაზი, სიმონი, აიტამი, ბიგასი, კასტელანო; სანტანა, მესა (უილიამ ხოსე 88), ხუანი, ვიერა (ელ ჟარი 84); არაუხო

მწვრთნელი: პაკო ერერა

“ლევანტე” (3-5-2): რუბენი; ივან ლოპესი, ტონიო, გარსია; ფედალი, ტრუხილო, კამარასა, ვერზა, ხოსე მარი (კასადესუსი 59); დეივერსონი (როჯერი 72), ჟილასი (ლერმა 90)

მწვრთნელი: ლუკას ალკასერი

გაფრთხილება: ხუანი (65), მესა (86) – დეივერსონი (50), რუბენი (61), გარსია (68), ივან ლოპესი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (2) – 3 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 3:0 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: პედრო პერესი

0.256519