ფეხბურთი

22:25 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოდებაძის ბენეფისი და გორელთა გამარჯვება

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის სტუმრობამ ქუთაისში, “ტორპედო”-“დილას” პაექრობა ტურის ცენტრალურ მატჩად აქცია. თანაბარი ქულების მქონე და მაღალი მიზნებისათვის მებრძოლი კლუბების დუელირამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყო, შესაბამისად გუნდებს თამაში განათებულ მოედანზე მოუწიათ, რამაც მატჩს დამატებითი ელფერი შეძინა. აგვისტოს დასასვენებელი პერიოდის მიუხედავად ინტერესი შეხვედრისადმი დიდი გახლდათ და ქომაგები სტადიონზე მრავლად მოვიდნენ.

გორელთა თავკაცმა პრინციპულ დაპირისპირებაში 4-4-2 სათამაშო სქემა აირჩია. ხურცილავა-პაპავა-ქარქუზაშვილი-ნავალოვსკის დაცვის ოთხეული საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და ქუთაისელთათვის სივრცის შეზღუდვაზე ზრუნავდნენ. შუა ხაზში ახალგაზრდა მწვრთნელმა კვირკვია-ძარია-ფალავანდიშვილი-ნონიკაშვილის კვარტეტი გაამწესა, ხოლო წინ ფორვარდებად მარცვალაძე-მოდებაძის გამოცდილი დუეტი ირჯებოდა. რაც შეეხება მასპინძლებს, გიორგი დარასელიამ 4-5-1 სათამაშო სქემას მიანიჭა უპირატესობა. დაცვაში ოდიკაძე-ადამაძე-ნერგაძე-ქიმაძის ოთხეული მოქმედებდა, წინ მარჯვენა ფლანგზე გამოკვეთილად კირკიტაძე და კუხიანიძე ირჯებოდნენ, შუაში საყრდენებად მამასახლისი და კლიმიაშვილი იყვნენ გამწესებულნი, ხოლო მათ წინ სიჭინავა. ტორპედოელთა ეულ ფორვარდს კი ზაურ გოგუაძე წარმოადგენდა.

შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო და ორივე გუნდი ცდილობდა სადებიუტო წუთებში უპირატესობის მოპოვებას მოედნის შუაგულში, რათა უკეთ ეკონტროლებინათ სათამაშო პროცესი. საწყისს წუთებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. რამდენიმეჯერ კი მოახერხეს მეტოქეებმა ერთმანეთის კარის მიმართულებით დარტყმა, მაგრამ რეალური ხიფათი არცერთ დარტყმას არ მოჰყოლია. ყველაზე გამოსარჩევი კი ამ პერიოდში ადამაძის თავური და მარცვალაძისეფექტური დარტყმები ოყო, თუმცა სიზუსტე ორივე მცდელობას აკლდა.

თანდათანობით ქუთაისელთა მცირე სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა და ეს სახიფათო მომენტებზეც აისახა. პირველი რეალური საგოლე მომენტ მე-15 წუთზე შეიქმნა, როდესაც სიჭინავას მიერ შესრულებული სტანდარტულის შემდეგ გოგუაძე ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთს შევჩენკო ნახტომში დაეუფლა. გორელთა უკრაინელ კიპერს გარჯა არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ ახალგაზრდა რიონისპირელს უფრო უკეთ, რომ დაერტყა შევჩენკოს ნახტომი ამაო გამოდგებოდა.ცოტა ხანში ხიფათი ისევ შიდაქართლელთა კართან შეიქმნა, როდესაც კირკიტაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, “დილას” საჯარიმოს ხაზიდან შეუჩერებლივ სიჭინავა ურტყამდა ცაციათი, მაგრამ სტუმართა იღბლად ბურთი მათ კარს აცდა.

ამის შემდეგ თითქმის 20 წუთის განმავლობაში მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. გუნდებს ხიფათის თვალსაზრისით საინტერესო არაფერი შეუქმნიათ. “გამოფხიზლება” ისევ მასპინძელთა მხრიდან მოხდა, როდესაც საჯარიმოს გარედან მამასახლისს ჰქონდა გატანის მცდელობა, მაგრამ დასავლელთა საყრდენის დარტყმული მიზანს აცდა. ტაიმის მიწურულს გორელებსაც მიეცათ გატანის 100%-იანი სესაძლებლობა, როდესაც სწრაფი კონტრშეტევისას ფალავანდიშვილმა უზუსტესი გადაცემით მეკარესთან პირისპირ მარცვალაძე გაიყვანა. გამოცდილმა ფორვარდმა ბურთიანად შეძლოტორპედოელთა საჯარიმოში შეჭრა და დარტყმის განხორციელება, მაგრამ ქუთათურთა კიპერი ბურთს მედგრად დაუხვდა და საკუთარი კარი აშკარა გოლისაგან გადაარჩინა. ტაიმი კი უგოლოდ მორჩა.

მეორე ტაიმი გუნდებმა წინამორბედის მსგავსად, აქტიურად დაიწყეს, თუმცა აშკარად გააქტიურებულები ჩანდნენ შიდა ქართლელები.თავდაპირველად, სტუმარმა პაპავამ ცადა კუთხურიდან ჩამოწოდებულის თავურთ გატანა, მაგრამ დარტყმას ძალა დააკლდა. საპასუხოდ, ქუთაისელებმაც ჩამოაწოდეს კუთხური და კირკიტაძემ განახორციელა თავური დარტყმა, რომელიც გორელთა კარის ბადეში გარედან გაეხვია. ქომაგთა და ტორპედოელთა ნაწილს გოლი რეალური ეგონათ, მაგრამ თემიდის მსახურები დროულად ჩაერთვნენ სიტუაციაში და თამაში ჩვეულებრივად გორელთა საჯარიმოს შიგნიდან განახლდა. ცოტა ხანში შეტევის მარჯვენა ფლანგზე აქტიურად მოქმედმა კვირკვიამ ქიმაძე ჩამოშორა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ თევდორაძე აუღელვებლივ დაეუფლა დარტყმულს. რამდენიმე ისე ეს ფეხბურთელები მოექცნენ ყურადღების ცენტრში, როდესაც მათემ ამჯერად შეტევის მარცხენა ფლანგიდან შეუტია მოწინააღმდეგის კარს, მაგრამ ამჯერად ტორპედოელთა კიპერმა ბურთი მუშტებით მოგერია.

სტუმართა აქტიურობის საპასუხოდ რიონისპირელები რამდენიმეჯერ სტანდარტული სიტუაციებიდან დაემუქრნენ მოწინააღმდეგის კარს. საჯარიმოებს კი როგორც წესი მათ რიგებში დათა სიჭინავა ასრულებდა. ქუთაისელთა ნახევარმცველის პირველ მცდელობას სიზუსტე დააკლდა, ხოლო მეორედ შევჩენკო დაუხვდა ბურთს ადგილზე. რამდენიმეჯერ მასპინძლებს შეტევების სახიფათოდ განვითარების საშუალება მიეცათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

76-ე წუთზე მატჩში პირველი გოლი გავიდა, რომლის ავტორი გოლრელთა კაპიტანი ირაკლი მოდებაზე შეიქმნა. გოლი სტუმართა მრავალსვლიან კომბინაციას მოჰყვა, რომლის დამათავრებელ ფაზაში კვირკვიამ ნავალოვსკის უპასა, რომელმაც თავის მხრივ ქუთაისელთა კიპერის საჯარიმოს ხაზთან განივი გადაცემა გააკეთა, სადაც მეურვე მცველთან დასწრებაზე დიდებულად გაისარჯა მოდებაძე და ანგარიშიც გაიხსნა – 0:1. ქუთათურები ისევ სტანდარტული მდგომარეობიდან შეეცადნენ მიზნის მიღწევას. სიჭინავას დარტყმულისაგან კარი შევჩენკომ თავგანწირული ნახტომით იხსნა. მალე კი სტუმრებმა ანგარიშში უპირატესობა გაზარდეს. ახალკაცის მიერ მეტქის საჯარიმოდან გაკეთებულ გადაცემას მოდებაძემ ჩინებული “მაკრატელა” შეაგება და თევდორაძეს აღების შანსი არ დაუტოვა – 0:2.

დარჩენილ დროში ქუთათურები რამდენიმეჯერ ისევ ეცადნენ, მაგრამ გორელებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდანაღა გაუშვეს მატჩი მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

“ტორპედო” – “დილა” 0:2 (0:0)

30აგვისტო. 20:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”. 7000 მაყურებელი

“ტორპედო”: თევდორაძე, კირკიტაძე, ადამაძე, სიჭინავა, მამასახლისი, ნერგაძე, კლიმიაშვილი (კახელიშვილი, 70), გოგუაძე (შინდაგორიძე, 45), ქიმაძე, ოდიკაძე, კუხიანიძე (კაპანაძე, 59).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“დილა”:შევჩენკო, ნავალოვსკი, ქარქუზაშვილი, პაპავა, ხურცილავა, ძარია (გვალია, 63), ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი (ახალკაცი, 61), კვირკვია, მარცვალაძე (მაშუკოვი, 77), მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი:გუჩა სოსიაშვილი

გოლი: 0:1 0:2 მოდებაძე (76, 84).

გაფრთხილება: კლიმიაშვილი (25), ფალავანდიშვილი (51), ნავალოვსკი (62), კვირკვია (88).

არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109882