ფეხბურთი

2:09 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი სასტარტოს დაუბრუნდა

ბელგიის იუპერ ლიგაში მე-6 ტური “გენკისა” და “შარლერუას” მატჩით დაიწყო. ორი თამაშის შემდგომ სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა მასპინძელთა ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი, ვინაც მოედანზე 70 წუთი დაჰყო. თორნიკემ 68-ე წუთზე ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო. ლუკა ზარანდია კი ამჯერადაც 18 კაცში ვერ მოხვდა. თავად შეხვედრა კი ქართველების კლუბმა 2:0 მოიგო. “გენკი” 10 ქულით მეოთხე ადგილზეა.

დანიის სუპერლიგაში შინ ფრედ (0:0) ითამაშა მათე ვაწაძისა და დავით სხორტლაძის “ორჰუსმა”, რომლის მეტოქე “ესბიერგი” გახლდათ. მასპინძელთა ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეცვალეს. სხირტლაძეს კი ამ შეხვედრაში დრო მხოლოდ 89-ე წუთიდან დაეთმო. “ორჰუსს” 7 თამაშში 10 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112598