ფეხბურთი

22:32 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძეს ნაკრებში დაუძახეს

იტალიური "ემპოლისა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სექტემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი წერს.

"ჯვაროსნები" 4 სექტემბერს "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს დაუხვდებიან, ხოლო სამი დღის შემდგომ დუბლინში ირლანდიას ესტუმრებიან.

25 წლის მჭედლიძეს აქამდე ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსება 24 მატჩში დაუცავს და 2 გოლი გაუტანია. მათ შორის ერთი 2007 წელს, "სქოთების" კარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113996