ფეხბურთი

15:37 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" დესტრო გაასხვისა

იტალიური "რომას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი მატია დესტრო კარიერას "ბოლონიაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ემილიური გუნდის ვებგვერდი იუწყება. დესტრო "დალ არაზე" მომდევნო ოთხი სეზონი ითამაშებს, ხოლო დედაქალაქურმა გუნდმა მის სანაცვლოდ 6.5 მილიონი ევრო უკვე მიიღო, ხოლო 5 მილიონს შემდგომში მიიღებს.

მატია დესტროზე ერთ დროს იტალიაში დიდი იმედი მყარდებოდა. 24 წლის ფორვარდი "ინტერის" სკოლის აღზრდილია, ხოლო "რომას" 2012 წელს შეუერთდა. საუკეთესო სეზონი 2013-2014 წლებში ჰქონდა, როცა 21 მატჩში 14-ჯერ იხეირა. გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით "მილანში" გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110438