ფეხბურთი

11:21 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოდინმა “ატლეტიკოსთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველმა დიეგო გოდინმა “როხიბლანკოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდში 2019 წლის ივლისამდე დარჩება.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი მადრიდულ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს. 5 სეზონის განმავლობაში მცველმა 210 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

“როხიბლანკოსთან” ერთად გოდინმა ლა ლიგა (2013/14), ესპანეთის თასი (2012/13), სუპერთასი (2014), უეფას ევროპის ლიგა (2011/12), უეფას სუპერთასი (2010, 2012) მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონში ფინალში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139349