ფეხბურთი

15:37 | 17.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” სუპერთასზე ადრიანო დააკლდება

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის თავკაცმა ლუის ენრიკემ “ბილბაოსთან” გასამართი ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი მატჩისთვის “ბლაუგრანას” ყველა ფეხბურთელი შეკრიბა, ისინიც, ვინც ტრავმირებულები ან ავად არიან.

“ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი მატჩისთვის საბოლოო 18-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. დუგლასი, ხორდი ალბა, ნეიმარი და ადრიანო “ბარსას” მხარს კი დაუჭერენ, მაგრამ ვერ ითამაშებს. უკანასკნელს საზარდულის ტრავმა აწუხებს.

“ბარსამ” პირველი მატჩი ბილბაოში 0:4 წააგო. მეორე მატჩი დღეს გვიან ღამით გაიმართება.

0.110774