ფეხბურთი

15:11 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსამ” “ასტონ ვილა” ტრაორეთი გააძლიერა

“ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი შემტევი ადამა ტრაორე კარიერას ბირმინგემულ კლუბში გააგრძელებს.

19 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “ბლაუგრანამ” ტრანსფერის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო. ფეხბურთელის ასპარეზობიდან გამომდინარე, შესაძლოა “ბარსას” ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო გადაეცეს.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა ტრაორეს გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. სამი წლის შემდეგ “ბარსელონას” შეეძლება ადამა ესპანეთში დააბრუნოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108309