ფეხბურთი

2:50 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: “ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ სახლში ვთამაშობდით”

უეფას სუპერთასის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დაასახელეს. არგენტინის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი გამარჯვებით კმაყოფილია.

-ევროპის 25-ე ქალაქში გაიტანეთ გოლი და ეს სარეკორდოა. საქართველოს შესახებ რას გვეტყვით?

ლიონელ მესი: “ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ სახლში ვთამაშობდით და კმაყოფილები ვართ შედეგით.

-მესამე გოლის გატანაც შეგეძლოთ, ორივე გუნდის გულშემატკივარი მხარს გიჭერთ, ამაზე რას გვეტყვით?

-დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას.

-რა განსხვავებაა საკლუბოსა და სანაკრებო გამარჯვებას შორის?

-მთავარია გამარჯვება. განსხვავება არ აქვს სად თამაშობ ნაკრებსა თუ კლუბში. დღევანდელი თამაშით კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება თამაშს, თავიდან ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მატჩი შემოვატრიალეთ. მეორე ტაიმში მოვდუნდით და დავისაჯეთ კიდეც. საბოლოოდ გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა.

-თამაში მოიგო პედრომ, თქვენ კი საუკეთესო მოთამაშე გახდით, რას ფიქრობს გუნდი მისი წასვლის შესახებ?

-კარგია რომ პეტრომ გაიტანა. არ ვიცი რას გადაწყვეტს, თუმცა გუნდი მას ყოველთვის მხარში დაუდგება.

0.124138