ფეხბურთი

17:19 | 9.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰეკინგმა “ვოლფსბურგთან” გაახანგრძლივა

“ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი კლუბში მუშაობას კიდევ რამდენიმე წლით გააგრძელებს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 50 წლის სპეციალისტმა ხელი ახალ შეთანხმებას მოაწერა და ის გუნდში 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. ჰეკინგმა “მგლები” 2012 წელს ჩაიბარა.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში, “ვოლფსბურგმა” მისი ხელმძღვანელობით მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ამასთან, გუნდი ქვეყნის თასსაც დაეუფლა. ახლახანს “ვოლფსბურგმა” გერმანიის სუპერთასიც შემართა და მწვრთნელს წარმატებული სერია ახალი კონტრაქტით დაუფასდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097173