ფეხბურთი

17:22 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: “ჯანაშია გერდ მიულერს ჰგავდა”

მოსკოვის “ლოკომოტოვისა” და რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის იური სიომინის აზრით, რომელიც ამჟამად “ანჟის” თავკაცობს, ზაზა ჯანაშია უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, რომელმაც თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა.

ამის შესახებ სიომინმა ინტერნეტპორტალ news.sportbox.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა:

“იმ მოთამაშეებში, რომლებმაც თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს, ყოველგვარი ფიქრის გარეშე ჯანაშიას დავასახელებ, რომელიც უნიჭიერესი იყო და გიჟური ენერგეტიკა ჰქონდა.

ის მოსკოვში მურთაზ ხურცილავამ ჩამოიყვანა. ჯანაშია პირველად რომ დავინახე უბრალოდ გავოცდი – გერდ მიულერს ჰგავდა საჯარიმოში ისე კარგად თამაშობდა. თუმცა, ზედმეტი წონა ჰქონდა. მაშინ გავიფიქრე, რომ სათანადო ვარჯიშის პირობებში ამ ქართველს ტოლ-სწორი არ ეყოლებოდა. თუმცა, მეგობრებთან სადილისა და ვახშმის მოყვარულ ზაზას მუდმივად ზედმეტი 8 კილოგრამი ჰქონდა. ის მეუბნებოდა, რომ ამ წონით 35 წლამდე ითამაშებდა. მე ვარწმუნებდი, რომ ასეთი წონით ფეხბურთის თამაშს 28 წლის ასაკში დაასრულებდა. საბოლოოდ, ასეც მოხდა და ჩემი მცდელობის მიუხედავად, დროთა განმავლობაში ზაზა მოედანზე “ბოძად” იქცა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111231