ფეხბურთი

10:57 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “ერთ გუნდს საკუთარი ფილოსოფია გასახდელში დარჩა”

ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ საკუთარ სტილს არ უღალატა და ინგლისის სუპერთასზე “არსენალთან” 0:1 მარცხის შემდეგ, ხისტ გამონათქვამებს არ მოერიდა.

ჟურნალისტებმა ისიც დააფიქსირეს, რომ ნამატჩევს მწვრთნელებმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს. ამაზე BBC-ისთან მოურინიომ განაცხადა, რომ ჟურნალისტები შეცდნენ და უბრალოდ ის მომენტი ვერ დააფიქსირეს, როდესაც მან არსენ ვენგერს ხელი ჩამოართვა. თუმცა, თავად ვენგერის თქმით, მას ოპონენტისთვის ხელი მართლა არ ჩამოურთმევია.

“ვფიქრობ, ერთი თავს კარგად კარგად იცავდა და საკუთარი სათამაშო ფილოსოფია გასახდელში დატოვა. მათ შეცვალეს განწყობა და მეორე ტაიმში საჯარიმოს მისადგომებთან ცხრა კაცით გამაგრდნენ. მათ არ გაუშვეს და გაიტანეს ერთი გოლი - თუ სიტუაციას ამ კუთხით შევხედავთ, გამარჯვება დაიმსახურეს. მოწინააღმდეგემ ორგანიზებულად ითამაშა და გამარჯვებას ვულოცავ.

რაც შეგვეხება ჩვენ, ველოდი, რომ შეტევის წინა ხაზზე სიმწვავე დაგვაკლდებოდა. რადამელ ფალკაომ ვარჯიში სულ რაღაც ერთი კვირაა რაც დაიწყო. სხვა მხოლოდ ორი კვირაა ვარჯიშობს, კიდევ სხვა კი, ნახევარი კვირაა. გარდა ამისა, მინდორი საშინელ დღეში იყო და ბურთი არ მოძრაობდა. ამას დაუმატეთ ამინდი, თუმცა, ეს ყველაფერი ორივე გუნდზე თანაბრად მოქმედებს და გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება” - ასეთია მოურინიოს შეფასება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118165