ფეხბურთი

21:22 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ინტერმა" იოვეტიჩი წარადგინა

მილანის "ინტერმა" "მანჩესტერ სიტის" მონტენეგროელი თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი ოფიციალურად დაიმატა. ამის შესახებ "ნერაძურის" ვებგვერდი იუწყება. 25 წლის ფეხბურთელი "სან სიროზე" 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

სტევან იოვეტიჩმა სახელი ფლორენციის "ფიორენტინაში" თამაშით გაითქვა, ხოლო 2013 წელს ინგლისში გადაბარგდა, მაგრამ ხშირი ტრავმიანობის გამო "ქალაქელთა" ძირითად შემადგენლობაი ფეხი ვერ მოიკიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132962