ფეხბურთი

18:48 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერბატოვი “ასტონ ვილას” დაუკავშირეს

როგორც Daily Express იუწყება, დიმიტარ ბერბატოვი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდეს და “ასტონ ვილას” ფეხბურთელი გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაცია “ასტონ ვილაში” ემანუელ ადებაიორის გადასვლის შესახებ, კლუბის ხელმძღვანელებს ვეტერანი ბულგარელით გაძლიერებაც სურთ.

34 წლის ფორვარდმა გასული სეზონი “მონაკოში” ითამაშა. რაც შეეხება მის ალბიონურ კარიერას, ბერბატოვი 2006-08 წლებში “ტოტენჰემის”, 2008-12 წლებში “მანჩესტერის”, 2012-14 წლებში კი “ფულემის” ფეხბურთელი იყო.

0.166297