ფეხბურთი

0:32 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში “გენკმა” შინ 3:1 დაამარცხა “ლუვენი”. თორნიკე ოქრიაშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ლუკა ზარანდია კი განაცხადში ვერ ვიხილეთ. “გენკი” ბურთების უკეთესი შეფარდების გამო 16 გუნდიან ჩემპიონატში 3 ქულით პირველ ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მეორე ტურში ლუგანსკის “ზორია” შინ “მეტალისტს” დაუზავდა (2:2). 59-ე წუთზე თამაშში ჯაბა ლიპარტია ჩაერთო. 14 გუნდიან ჩემპიონატში “ზორია” 4 ქულით მე-3 ადგილზეა.

ნორვეგიის ჩემპიონატის მე-17 ტურში “ჰაგესუნდი” შინ “სტაბეკს” ეთამაშა (2:2). სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი გოროზია, რომელიც შესვენებისას შეცვალეს. 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 32 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12264