ფეხბურთი

19:06 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოვეტიჩი "ინტერში"

ინგლისური "მანჩესტერ სიტისა" და მონტენეგროს ნაკრების თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი დამდეგი სეზონიდან მილანის "ინტერში" ითამაშებს. ამის შესახებ გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" წერს. 25 წლის ფეხბურთელი "სან სიროზე" დამდეგ სეზონს იჯარით გაატარებს, რომელიც "ინტერნაციონალეს" 3 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო სურვილის შემთხვევაში ერთი წლის შემდეგ, მისი გამოსყიდვა 12 მილიონად შეეძლება. ამავე წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება.

სტევან იოვეტიჩი "სიტის" რიგებში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს, თუმცა ამ დრომდე გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. მანამდე კი სახელი ფლორენციის "ფიორენტინაში" თამაშით გაითქვა.

0.115771