ფეხბურთი

13:45 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კილასონია "სიონში" ითამაშებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ "ცხინვალის" მცველი ვარლამ კილასონია კარიერას ბოლნისის "სიონში" გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა "ცხინვალმა" ოფიციალურად დაადასტურა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი "ცხინვალს" გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა, ხოლო მანამდე რუსთავის "მეტალურგის" ღირსებას იცავდა. ევროპა ლიგაზე კილასონიამ რუმინულ "ბოტოშანს" გოლიც გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111829