ფეხბურთი

13:08 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტროხოვსკი “სევილიადან” “აუგსბურგში” გადავიდა

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პიოტრ ტროხოვსკიმ “სევილია” დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მეორე ბუნდესლიგის “აუგსბურგთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Sport1.de იუწყება.

განვლილ კვირაში ტროხოვსკი “აუგსბურგში” ისინჯებოდა და კლუბის მესვეურები დაარწმუნა, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია.

წინა სეზონში, 31 წლის ტროხოვსკიმ ესპანეთის ჩემპიონატის 18 მატჩში ითამაშა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. სასტარტო შემადგენლობაში 9-ჯერ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102569