ფეხბურთი

11:54 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ბენზემას თაობაზე “არსენალთან” მოლაპარაკება შეწყვიტა

მადრიდის “რეალმა” ლონდონის “არსენალს” საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდ ქარიმ ბენზემას მიყიდვაზე უარი უთხრა. Daily Star-ის ინფორმაციით, ინგლისელებმა ესპანელებს ბენზემას სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

ამასთანავე, მადრიდელებმა ლონდონელებთან მოლაპარაკება საბოლოოდ შეწყვიტეს, რადგან გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს მომავალ სეზონში ფრანგი ფეხბურთელის ეიმედება.

“რეალმა” ბენზემა 2009 წელს ფრანგული “ლიონიდან” 41 მილიონ ევროდ შეიძინა და 27 წლის ფორვარდმა “სამეფო კლუბის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 281 მატჩში 133 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115912