ფეხბურთი

21:49 | 19.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძე ყოფილ კლუბს დაუზავდა, “სკონტომ” სტუმრად მოიგო

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-19 ტურში “კუპსი” შინ ტურკუს “ინტერს” დაუზავდა (1:1). ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ირაკლი სირბილაძემ სრულად ითამაშა. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კუპსი” 21 ქულით მე-7 ადგილზეა.

ლატვიის თასის მერვედფინალში რიგის “სკონტომ” სტუმრად 4:0 დაამარცხა “ალბერტსი”. თამაზ პერტაიას გუნდში უკრაინის მოქალაქე ლევან მახარაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია. რიგის “სკონტომ” მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115607